გუშინდელი მოცლილობის ჟამს, სრულიად შემთხვევით კაზუო იშიგუროს “არასოდეს გამიშვა” შემომეკითხა. თავიდან გასართობად ვკითხულობდი, ნაწილის წაკითხვის შემდეგ კი უფროდაუფრო დამაინტერესა.
წიგნი ისევ როგორც მის მიხედვით 2010 წელს იგივე სახელწოდებით გადაღებული ფილმი ბავშვებზე და მათ მომავალ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ბავშვებზე,
რომელებიც მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, განმარტოებულად ინტერნატში იზრდებიან. ბავშვებზე, რომელებიც კლონირებით მხოლოდ (დღეისათვის) უკურნებელი დაავადებების მოსარჩენად შექმნეს. შექმნეს რათა საჭირო მომენტში დონორებად იქცნენ და თავიანთი ორგანოები სხვას გადაუნერგონ. (ფილმის შინაარსი დაწვრილებით შეგიძლიათ ნახოთ აქ >>> )
უნდა აღვნიშნო რომ პირადად მე წიგნი უფრო მომეწონა, ვიდრე ფილმი.
წიგნი სავსეა ემოციებით – თავიდანვე შემოჩენილ გაურკვევლობას, მეგობრობა, სიყვარული, სევდა, ბედნიერება, იმედი და იმედგაცრუება ემატება და ერთ დიდ ჯაჭვს ქმნის. მაგრამ ახლა მინდა მთავარზე გადავიდე.
დღეს ეს ყველაფერი ფანტაზია, მაგრამ რა იქნება ხვალ?! ნუთუ ასევე გაირიყებიან საზოგადოებისგან ისინი?! ამიტომაც მიმაჩნია, რომ ადამიანის კლონირება სასტიკად დაუშვებელია. უნდა გვესმოდეს, რომ დიდ ძალაუფლებას დიდი პასუხისმგებლობა ახლავს თან. ადამიანის შექმნა კი დიდი ძალაუფლებაა! ![]()
გარესამყარო ესაა ფლორა, ფაუნა და ადამიანები. ამიტომაც ნებისმიერი ადამიანი სულიერია, გვინდა ჩვენ ამის დანახვა თუ არა! ![]()
ნაწარმოები ბავშვობიდან იწყება, ნაჩვენებია თუ რა გარემოში იზრდებიან ისინი. ამიტომაც ამ ფაქტის ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სულიერ სამყაროს ავითარებს და აფართოებს განათლება და აღზრდა. შესაბამისად აღზრდილი და განათლებული არსება, რომელსაც შეუძლია შექმნას, დააფასოს და აღიქვას სილამაზე ნამდვილად სულიერია!
ასე, რომ მგონი დროა, დავფიქრდეთ! ![]()
და ესეც სიმღერა, თუ რატომაც ქვია ეს სათაური! ![]()