ჩემი ფანტაზიის კარიბჭის გასაღები

თითოეული ჩვენგანის მიზანია, რომ ამ ცხოვრების გაკვეთილი წარმატებით ჩავაბაროთ და ზარის დარეკვისას ამაყად დავტოვოთ საკლასო ოთახი – ჩვენივე სხეული. ვიცით რა, რომ ეს ცხოვრება ძალზედ ხანმოკლე და წარმავალია, მისი თითოეული წამი ჩვენთვის საკმაოდ ძვირად ფასობს.

ამიტომაც ამ დროში ნაშრომ-ნაღვაწი პირდაპირპროპორციულია მოთხოვნის, რომლის თანახმადაც ჩვენ არათუ ვიმსახურებთ, მეტიც გვეკუთვნის წილი წარმატება, ადგილი საზოგადოებაში და საზოგადოებისვე დამოკიდებულება, გამოხატული სიტყვებში – ჭკვიანო ან ადამიანო.

bookლიტერატურა კი ამ გაკვეთილისთვის მოსამზადებელი თვისებების, შეგნებისა და განათლების ერთიანი, დიდი წიგნია. ხოლო წიგნი ამ ცხოვრების უსწორ-მასწორო ზედაპირზე, უკვე გაკვალული, ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა. გზა, რომელსაც თავისით მივყავართ წოდებასთან – ადამიანი.

სულ ვიძახი და ახლაც ვიმეორებ: “რეალობის არდანახვა ღუპავდა და green_eyesღუპავს ქართველებს, მე არ მინდა დავემსგავსო მათ, ამიტომაც ყველაფერს ვაკეთებ, რომ რეალობა დავინახო”. თუმცა რაც არ უნდა კარგად გამომდიოდეს ეს მე, მაინც უძლური ვარ თავადვე რეალობის წინაშე. მეც თქვენს მსგავსად ორი თვალი მაქვს და მათგან ისევე ბუნდოვანი იქნებოდა გამოხედვა, როგორც ღამეში სიარული, რომ არა ლიტერატურა.

doorლიტერატურა თვალით არნახულის, თუმცა გონებითა და გულით განცდილის უტყუარი აღქმაა რეალობის. ის ჩემი საკუთარი სამყაროს – ფანტაზიის უზარმაზარი კარიბჭის უნივერსალური გასაღებია. ის ისევე იცვლის ფორმასაც და ზომასაც, როგორც წაკითხული წიგნის შემდეგ დარჩენილი ემოცია. ლიტერატურა ჩემთვის ცხოვრების გზის მაჩვენებელი ისარი და ჩემი სულის მუდამ თანმდევი, განუყოფელი და მუდამ ნაკლული ნაწილის მოთხოვნილებაა. ის ჩემთვის თავისუფლების შეგრძნება და ოცნებების განხორციელებული ფორმაა.

იყო იქ, სადაც არ ხარ და გესმოდეს ის, რაც არ გაგიგონია. აი რა არის ლიტერატურა ჩემთვის. Winking smile

About these ads

16 responses to “ჩემი ფანტაზიის კარიბჭის გასაღები

    • მადლობა! გამიხარდა თუ მოგწონს როგორც პოსტი ისე ჰედერი. :) :) :)

      Like

  1. “იყო იქ, სადაც არ ხარ და გესმოდეს ის, რაც არ გაგიგონია. აი რა არის ლიტერატურა ჩემთვის.” – ჩემთვისაც ეს არის ლიტერატურა და კიდევ ბევრი რამ :)

    Like

    • ხო ჩემთვისაც. უფრო მეტია ჩემთვისაც ლიტერატურა, ვიდრე მხოლოდ ეს შემოკლებული ვარიანტია ჩემი ფიქრის. :) :)

      Like

  2. რეალობის არდანახვაზე მომეწონა მაშინაც და ახლაც
    კარგი იყო

    Like

  3. გეთენხმები! არაფრით არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ წიგნი და ცხოვრება სხვადასხვაა. წაკითხვა და გაანალიზება უნდა შეძლო სწორად და მერე მიხვდები, რომ წიგნი სწორედ ცხოვრებას ასახავს. ნუ, რა თქმა უნდა, წიგნს გააჩნია.

    Like

    • ხო სამწუხაროდ, მაგრამ მრავლადაა ასეთი ადამიანები. არაერთს ვიცნობ. :( ხო წიგნი უკვე ცხოვრების გამოსახვის კიდევ ერთი სახეა. :) მიფიქრია ამაზეც – რატომ არ მოწონთ წიგნები ან კითხვა. ალბათ იმიტომ რომ ამის გარეშე ძალზედ მარტივია. არც ტვინის განძრევა უნდათ და არც თვალსაწიერის გაფართოება, არადა ამ 2 თვალიდან თითქმის არაფერი ჩანს. :)

      Like

  4. რეალობის არდანახვა ღუპავდა და ღუპავს ქართველებს, მე არ მინდა დავემსგავსო მათ, ამიტომაც ყველაფერს ვაკეთებ, რომ რეალობა დავინახო”. ….

    ბოლომდ ეგეთანხმები… დაახლოებით ამ თემაზე მიწერია პოსტი..

    http://teennewson.wordpress.com/2011/09/13/idioti/

    Like

  5. ზუსტად იგივეს ნიშნავს ჩემთვის ლიტერატურა.
    “იყო იქ, სადაც არ ხარ და გესმოდეს ის, რაც არ გაგიგონია”–ძალიან მომეწონა.
    სამწუხაროდ იმის დრო არ მაქვს რომ ვიკითხო,მაგრამ რაღაცას მაინც ვახერხებ ხოლმე <3

    Like

    • ხო დროის პრობლემა ჩემთვისაც ნაცნობია. :( მაგრამ მეც ვახერხებ ;) მართლაც ამის გარეშე წარმოუდგენელია. :)

      Like

  6. მართლა კარგი პოსტია , მიხარია თანამოაზრეებს რომ ვპოულობ ხოლმე <3

    Like

    • მადლობა. ხო ეგ ყველაზე მთავარია, როგორც ცხოვრებაში ისე ბლოგზე პოსტების წერაში. მიხარია ბევრი თანამოზიარეს პოვნა! :)

      Like

შენ გინდა თქვა, რომ ...

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s